Jeep-მა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უჩვეულო აქცია გამოაცხადა: Wrangler-ის მოგების შანსი მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, რომელთა სახელი და გვარი „ჯორჯ ვაშინგტონია“.
კომპანიის თქმით, მონაწილეებმა სახელის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ, ხოლო გამარჯვებულს შემთხვევითი წესით გამოავლენენ.
Jeep-ის მარკეტინგული აქციები ხშირად ხდება ვირუსული, და ეს არც ამჯერად იყო გამონაკლისი - სოციალურ ქსელებში უკვე ათასობით „ჯორჯი“ იწერება.

