Chevrolet Corvette ZR1X-მა კოლორადოში, პაიკს პიკის მთაზე, სერიული ავტომობილების ახალი რეკორდი დაამყარა. 20-კილომეტრიანი, 156 მოსახვევიანი ტრასა მანქანამ 9 წუთსა და 30 წამში გაიარა.
ჰიბრიდული ZR1X ტყუპი ტურბოთი აღჭურვილ V8 ძრავასა და წინა ღერძზე განთავსებულ ელექტროძრავას აერთიანებს. სწორედ ოთხივე ბორბალზე წევამ და მყისიერმა ბრუნვამ მისცა უპირატესობა მაღალმთიან, იშვიათ ჰაერში.
წინა რეკორდი Porsche 911 Turbo S-ს ეკუთვნოდა, რომელმაც იგივე მანძილი 9:54-ში დაფარა. Chevrolet-ის ინჟინრების თქმით, მანქანა ქარხნული კონფიგურაციით იყო, მხოლოდ უსაფრთხოების აუცილებელი აღჭურვილობა დაემატა.

